მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
თელავის ცენტრში, დასვენების პარკ „ნადიკვართან" ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის.
სახლში მყოფმა ადამიანებმა, შენობის დატოვება მოასწრეს. შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიცია იმყოფება.
მეხანძრე-მაშველები სახლის მეორე სართულზე, ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისათვის უცნობია.