უახლესი ინფორმაცია გოგოზე, რომელიც ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა

lika

სამტრედია-აბაშის გზაზე, 24 ოქტომბერს მომხდარი უმძიმესი ავარიის შედეგად დაშავებული ლიკა კუჭიხიძე კლინიკაში იმყოფება და სიცოცხლისთვის იბრძვის.

გოგონაზე უახლესი ინფორმაცია ვრცელდება: 

„ძვირფასო აბაშელებო ჩვენმა ლოცვამ შედეგი გამოიღო.  საჯანმრთელო პარაკლისის დასრულების თანავე გვაცნობეს, რომ გოგოს პასუხები გუშინდელთან შედარებით კარგია.

მოგმართავთ ლიკას და ბაჩოს ნათესავებს მეგობრებს კლასელებს მეზობლებს კეთილის მსურველს მობრძანდით ხვალ სამშაბათს 6 საათზე ისევ ჩატარდება საჯანმრთელო პარაკლისი.

შეგახსენებთ რომ ყოველდღე 6 საათზე აბაშაში მაცხოვრის კარის ტაძარში განკარში ჩატარდება ბაჩოს სახელზე სულის საცხონებელი პანაშვიდი და ლიკას სახელზე საჯანმრთელო პარაკლისი“,- წერს ოჯახის ახლობელი.