საბედისწერო წამები გარდაბანში - რა უძღოდა წინ ავარიას, რომელსაც 7 ადამიანი ემსხვერპლა
1778754540
მადონა, შაკირა და BTS-ი FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის ისტორიაში პირველი შესვენების შოუს მთავარი ვარსკვლავები იქნებიან. მატჩი 19 ივლისს, ნიუ-იორკის ნიუ-ჯერსის სტადიონზე გაიმართება.
პერფორმანსის კურატორი Coldplay-ის სოლისტი კრის მარტინია, ხოლო პროდიუსერი Global Citizen-ი. შოუს მიზანია სახსრების მოზიდვა FIFA-სა და Global Citizen-ის ერთობლივი განათლების ფონდისთვის (FIFA Global Citizen Education Fund), რაც მთელ მსოფლიოში ბავშვებისთვის ხარისხიან განათლებასა და ფეხბურთზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას მოემსახურება.
მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში ისტორიაში პირველად 3 ქვეყანა - აშშ, კანადა და მექსიკა მასპინძლობს. ტურნირი სტარტს 11 ივნისს აიღებს.