ევროპარლამენტში მიუღებელია ის ხმა, რომელიც მათ აზრს ორკესტრირებულად თან არ ჰყვება - დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

დავით მათკაშვილი ქართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ევროპარლამენტისა და მოლდოვის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „დღის ქრონიკაში“ აფასებს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არის თავისუფალი ხმის ჩახშობა.

„ჩვენ ვიხილეთ საბჭოთა ცენზურის და თავისუფალი ხმის ჩახშობის სპეცოპერაცია. გამოკვეთილად, დაუფარავად ნაჩვენებია, რომ ევროპარლამენტში მიუღებელია ის ხმა, რომელიც მათ აზრს ორკესტრირებულად თან არ ყვება. ის გაერთიანება, რომლის შექმნის სათავეებში თავისუფალი სიტყვა, პლურალიზმი იდო, დღეს „დიფ სთეითის“ ხელშია“, - აღნიშნა დავით მათკაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა იმ ორ ევროპარლამენტარზე, მარიუშ კამინსკისა და მალგოჟეტა გოშევსკასზე, რომლებიც ტელევიზიების დასანქცირების ინიციატივით გამოვიდნენ.

„მათ ბეგრაუნდს რომ გადახედოთ, აღმოაჩენთ, რომ მაღალ თანამდებობაზე ყოფნის პირობებში არაერთი დანაშაული აქვთ ჩადენილი. ერთი ანტიკორუფციულ ბიუროს ხელმძღვანელობდა და პრაქტიკულად, შეკერილ საქმეს უქმნიდა თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგს.

მეორე ქალბატონს კი აღმოჩნდა, რომ საწვავისთვის იმდენი ხარჯი აქვს აღებული, 24-ჯერ უნდა შემოუარო დედამიწას, რომ ეს დახარჯო. ადამიანები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის კანონდმებლობითაც კი კანონგარეშედ არიან მიჩნეული, დღეს ამ ადამიანებმა ნავსაყუდელი მოძებნეს ევროპარლამენტში და იქედან ცდილობენ საქართველოში თავისუფალი სიტყვის ჩახშობა“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს - „იმედს”, „რუსთავი ორსა“ და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა.