სასაზღვრო პოლიციამ 5 პირი საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებითა და ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავა

დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთისა და ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 5 პირი დააკავა.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ცდილობდნენ გადმოეკვეთათ და ასევე, რამდენიმე მათგანმა ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.