„სამწუხაროდ მოიმატებს…” - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1747425595
მამა გაბრიელის სულიერი შვილი, ოთარ ნიკოლაიშვილი სოციალურ ქსელში ნათლულის გარდაცვალებაზე წერს:
"გარდამეცვალა ძმასავით გვერდში მდგომი ჩემი ნათლული, მერაბ ვაშალომიძე. ჩვენ ერთად გავიცანით წმინდა მამა გაბრიელი, რომელმაც უთხრა:
"იცოდე დიდი განსაცდელი გელოდება, მაგრამ მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები".
შემდეგ მერაბი მიყვებოდა, ციხეში ჩვიდმეტი წლის განმავლობაში, სხვადასხვა განსაცდელის დროს, აშკარად ვგრძნობდი მამა გაბრიელის შეწევნას და სხვა პატიმრებსაც ვანუგეშებდი მისი მეშვეობითო.
პატიმრობამდე მერაბმა დიდი გულუხვობით დაამახსოვრა თავი მამა გაბრიელს. ის საერთოდ ყველას მიმართ იყო შემწე, დამხმარე და ერთგული მეგობარი...
ყოველივე ამ და სხვა ამბების შესახებ ვისაუბრე ერთ-ერთი გადაღების დროს, მაგრამ ის ვერ მოესწრო ამ დოკუმენტური ფილმის ჩვენებას, რომელსაც რეჟისორი კონსტანტინე ცერცვაძე უახლოეს მომავალში აჩვენებს საზოგადოებას.
უფალმა ნათელში ამყოფოს სული ახლად შესვენებული მერაბის და დაუმკვიდროს მას სასუფეველი ცათა, ამინ" - წერს ნიკოლაიშვილი.