ჯასტინ ტიმბერლეიკი თბილისში გამართულ კონცერტზე კომენტარს აკეთებს
1753639980
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) 2024 წლის აღწერის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა.
ჯილდო ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს პირადად სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ გადასცა.
სიგელი ადასტურებს ორ უწყებას შორის წარმატებულ პარტნიორობასა და კოორდინირებულ მუშაობას, რაც მნიშვნელოვანი იყო აღწერის პროცესის ეფექტურად განხორციელებისთვის.
ცესკოს და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებს მადლობის სიგელები საზეიმო ღონისძიებაზე გადაეცათ, რომელიც საქსტატის 106 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა და მას სახელმწიფო უწყებების, აკადემიური წრის და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.