„თოდუას კლინიკა“ განცხადებას ავრცელებს

თოდუას კლინიკა

სადგურის მოედნის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრის გამო, განცხადება გაავრცელა "თოდუას კლინიკის" ადმინისტრაციამ.

"ამ დროისთვის, კლინიკაში მოთავსებული არცერთი პაციენტისა და მედპერსონალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამედიცინო გუნდი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს ზრუნვას სტაციონარში მყოფი თითოეული პაციენტის საჭიროებებზე.

ე.წ. "ვაგზლის ბაზრობის" ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო, დღეს ამბულატორიული პაციენტების მიღება შეჩერებულია, რაც ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დაკვამლიანებით არის გამოწვეული.

"თოდუას კლინიკა" აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტის უსაფრთხოების სისტემებით, რაც უზრუნველყოფს შიდა სივრცეებში დაკვამლიანების თავიდან აცილებას.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ყველა შესაბამისი სამუშაო, რომელიც განსაზღვრულია უსაფრთხოების პროტოკოლით.

ვაგრძელებთ ზრუნვას კლინიკაში მოთავსებული სტაციონარული პაციენტების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. საჭიროების შემთხვევაში, შეუფერხებლად მოგემსახურებათ "თოდუას კლინიკის" დიღმისა და ვერის ფილიალები", - აღნიშნულია კლინიკის განცხადებაში. 

ამ დროისთვის, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.