ვაგზალზე ბაზრობის დაწვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ბკ

ვაგზალზე ბაზრობის დაწვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

„პრაიმტაიმს“ უწყებაში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ამ დროისთვის, ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა ჯგუფები ადგილზე მუშაობას განაგრძობენ. მიმდინარეობს დარჩენილი კერების დამუშავება. მობილიზებულები არიან პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.