„შენი ლამაზი თვალები როგორ უნდა იყოს დახუჭული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1778529855
თბილისის მერია საქართველოს ახლად არჩეული პატრიარქის ინტრონიზაციაზე დასწრების მსურველთა უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მერიის ინფორმაციით, მოქალაქეები მუნიციპალური ავტობუსებით პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრამდე, ქვეყნის 142-ე პატრიარქის ინტრონიზაციის დასრულების შემდეგ კი ისევ რესპუბლიკის მოედნამდე იმგზავრებენ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი 12 მაისს, 08:00 საათზე გავა თბილისიდან მცხეთის მიმართულებით.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, შიო III-ის აღსაყდრების ცერემონია ხვალ, 10:00 საათზე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება.