სნოში პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს

სნო

პატრიარქი მშობლიურ სოფელში გაიხსენეს. სნოში ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს პანაშვიდი გადაიხადეს, რის შემდეგაც პატრიარქის სახლამდე მსვლელობა გაიმართა. ბავშვებმა უწმინდესის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი საგალობლები შეასრულეს.

საქართველომ 22 მარტს კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.