„ზუსტად ისე იქნება როგორც ვთქვი...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1777320402
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე პოლონეთის რესპუბლიკის საქმეთა რწმუნებულს, მისიის ხელმძღვანელს, არტურ გებალს შეხვდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და პოლონეთს შორის კულტურულ ურთიერთობებსა და მათი კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებზე.
„ხაზი გაესვა თეატრის, ლიტერატურის, კლასიკური მუსიკის, არქეოლოგიის, სამუზეუმო მიმართულებებით ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოსა და პოლონეთის კულტურის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის საკითხს.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა პარტნიორობის გაღრმავების მზაობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.