ხილი, რომელიც უკეთ დაძინებაში დაგეხმარებათ - არუნ ხათრის რჩევა

არუნ ხათრი

ინდური ხალხური მედიცინის ექსპერტი არუნ ხათრი სოციალურ ქსელში გამომწერებს კივის სასარგებლო თვისების შესახებ უზიარებს ინფორმაციას. როგორც ის ამბობს ძილის წინ 2 ცალი კივის მირთმევა ხანგრძლივ და ხარისხიან ძილს უწყობს ხელს.

„რა მოხდება თუ ძილის წინ ორ ცალ კივს შეჭამთ? გამომუშავდება სერატონინი, რომელიც თავის მხრივ მელატონინს გამოიმუშავებს, რაც ხელს უწყობს ხარისხიან ძილს. და ამასთან, როცა კარგად გძინავთ, მეორე დღეს კარგია კუჭის მოქმედება, ოქსიდური სტრესი მცირდება, ტვინის ფუნქციები მეორე დღეს გაზრდილია“ - ამბობს ვიდეოში არუნ ხათრი.