არქეოლოგებმა გევერნიკის ციხეში ქართველი მეფის, აშოტ დიდი, კურაპალატის საფლავი აღმოაჩინეს
1759929047
როგორ დავიცვათ ბავშვის ზურგი და ხერხემალი და იწვევს თუ არა სკოლის ჩანთა ხერხემლის დეფორმაციას?,- ამ თემაზე ორთოპედ-ვერტებროლოგი, ირაკლი ვარძუკაშვილი საუბრობს.
„სკოლის ჩანთა ხერხემლის დეფორმაციას არ იწვევს. ბავშვი მიდის სკოლაში ან სკოლის ავტობუსით, ან მშობელს მიჰყავს სკოლამდე. ბავშვმა, შესაძლოა ჩანთა ატაროს, დღის განმავლობაში მაქსიმუმ 1 საათი – ამიტომ სკოლის ჩანთა არ იწვევს დეფორმაციას. ის იწვევს დისკომფორტს. შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი, კუნთოვანი ასიმეტრია მაგრამ არ იწვევს ხერხემლის დეფორმაციას. ეს არის მითი. არც ჩანთა, არც არასწორი ჯდომა და წოლა არც ბრტყელი ტერფი ხერხემლის დეფორმაციას არ იწვევს – ეს არის ცალსახა… ხერხემლის დეფორმაციის გამომწვევი, 80 პროცენტი არის უცნობი ეტიოლოგიის ანუ იდეოპათიური. საიდან ჩნდება არავინ არ იცის…“- ამბობს ირაკლი ვარძუკაშვილი.
View this post on Instagram