არქეოლოგებმა გევერნიკის ციხეში ქართველი მეფის, აშოტ დიდი, კურაპალატის საფლავი აღმოაჩინეს
1759929047
თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურის პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა დღეს მტკიცებულებებს წარადგენს, რის შემდეგაც დაცვის მხარის მასალების გამოკვლევა დაიწყება. პროცესზე შესაძლოა დაკითხონ ბრალდებულიც. ლევან ჯანგველაძე 14 მარტს ჭავჭავაძეზე მოკლეს. გია უძილაურს ანგარებით, შეკვეთით მკვლელობას ედავებიან.
"გელა უძილაურმა განაცხადა, რომ დღეს არ არის მზად. ბრალდების მხარემ ჩათვალა, რომ მას არაფერი ჰქონდა სათქმელი ბრალდების მხარისთვის. შესაბამისად, მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. ესეც გარკვეულწილად შეფასდება ბრალდების მხარის მიერ. მოლოდინი იმისა, რომ რამე დეტალურად ისაუბროს, ბრალდების მხარეს არ აქვს. დასკვნით სიტყვაში, მათ შორის ბრალდების მხარე, დეტალურად მიმოიხილავს ყველა მტკიცებულებას და დაასაბუთებს, რომ დიახ, ეს იყო შეკვეთით და ანგარებით მოტივი. ამავე დროულად, გელა უძილაურს, არავითარი პირადი მოტივი ლევან ჯანგველაძესთან არ გააჩნდა, შესაბამისად ეს იყო ერთადერთი გარემოება, რომ მან მოკლა, ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა“, - აცხადებს პროკურორი ლევან ვეფხვაძე.