„შვილს მეძახდა... რომ დამირეკავდა, მა, რას შვები?“ - თიკა მახალდიანი

თიკა მახალდიანი

მომღერალი თიკა მახალდიანი რესტორან „ქვევრის“ მფლობელისა  და მუსიკალური პროდიუსერის ლაშა ბასლანძის გარდაცვალებას ფეისბუკ პოსტით გამოეხმაურა.

„შვილს მეძახდა... რომ დამირეკავდა, მა, რას შვები? ჩემი ძმა, მეგობარი და ოჯახის წევრი დავკარგე… მადლობა იმ ერთგულებისთვის, სიყვარულისთვის, სითბოსთვის, რაც პირადად ჩემთვის გაგიკეთებია. მიყვარხარ უსასრულოდ,“ - წერს მომღერალი.

არსებული ინფორმაციით, ლაშა ბასლანძის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. ის 40 წლის იყო.