,,შეჯახების შემდეგ მანქანა არხში ჩავარდა…” - ავარია მარნეული-სადახლოს გზაზე

ავარია

მარნეული-სადახლოს საავტომობილო გზის წერეთლის მონაკვეთზე დღეს დილით  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო პორტალ 24News.ge-ს მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ავარიის დროს Dacia Duster-ის მარკის ავტომობილი Toyota Venza-ს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად, Dacia Duster-ის მარკის ავტომობილი არხში ჩავარდა.

არსებული ინფორმაციით, ორივე მანქანის მძღოლებმა სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი საავადმყოფოში გადაიყვანა.

 ადგილზე სამართალდამცველები არიან გამოძახებულები და მიმდინარეობს გამოძიება.