სავაჭრო ცენტრში, სასწრაფოს ექიმებმა მოქალაქეს გაჩერებული გული აუმუშავეს

სასწრაფო

თბილისში, სავაჭრო ცენტრში, სასწრაფოს ექიმებმა მოქალაქეს გაჩერებული გული აუმუშავეს.

მათივე ცნობით, „ქალი სამედიცინო პერსონალის გადაუდებელი დახმარების შემდეგ მკურნალობას ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში გადის“.

შემთხვევა დღეს სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“ მოხდა.

დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.