ხილი, რომელიც უკეთ დაძინებაში დაგეხმარებათ
1788707040
საქართველოში ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება. დასავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგიერთ რაიონში, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა.
გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე 17-22 მეტრ წამს მიაღწევს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 20-25 მეტრ წამამდე, ზოგან შესაძლებელია ქარის სიჩქარის 28 მეტრ წამამდე გაძლიერებაც.
მეტეოროლოგის, კობა ფარტენაძის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში აუცილებელია სიფრთხილისა და შესაბამისი პრევენციული ზომების მიღება.
„მოსალოდნელია ისეთი არასასურველი მოვლენები, როგორიცაა უეცარი წყალდიდობა, ელჭექი, მეწყრული პროცესების განვითარება და ძლიერი ქარი ნალექების დროს. ასევე შესაძლებელია ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება“, - აცხადებს კობა ფარტენაძე.
მოსახლეობას მოუწოდებენ, ამინდის გაუარესების პერიოდში გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და გაითვალისწინონ შესაბამისი უსაფრთხოების რეკომენდაციები.