Puff Daddy -ის ციხიდან განთავისუფლების თარიღი ცნობილია

Puff Daddy

შონ დიდი ქომბსის იგივე პაფ დედის (Puff Daddy) ციხიდან განთავისუფლების თარიღი ცნობილია.

ნიუ ჯერსის სასჯელაღსრულების დაწესებულების ინფორმაციით, ამერიკელი რეპერი საპატიმროს 2028 წლის 5 თებერვალს დატოვებს.

მედიაში გავრცელდა ქომბსის ახალი ფოტოც, სადაც ის საკმაოდ პოზიტიურ განწყობაზეა.

შეგახსენებთ, რომ პაფ დედი 2024 წელს დააკავეს. ნიუ-იორკის სასამართლომ ის 2 ბრალდებაზე ცნო დამნაშავედ, რომელიც ყოფილი პარტნიორების, კესი ვენტურასა და „ჯეინის“ პროსტიტუციაში იძულებით ჩართვას გულისხმობდა.