„უკიდეგანოდ ამაყი და ბედნიერი ვარ...“ - ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის დედა მიმართვას ავრცელებს
1762458447
საქალაქო სასამართლომ დავით მიქაძეს, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და მის დაცვის უფროსს, დავით ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღის მისაკუთრების მიზნით, მართლსაწინააღმდეგო დაუფლების, ჯგუფურად იარაღის შენახვა-გასაღების ფაქტს.
შესაბამისი გადაწყვეტილებით მოსამართლე, თეონა ეპიტაშვილმა პროკურატურის მოთხოვნა, რომ გამოეყენებინა უმკაცრესი სასჯელი პატიმრობის სახით, დააკმაყოფილა.
დავით მიქაძის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, პროკურორმა ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც დანაშაულის არსებობის შთაბეჭდილებას მაინც შექმნიდა.