სარკეები ენერგიას იწოვენ - როგორ დავიცვათ თავი

სარკე

სარკეები ენერგიას იწოვენ. თუ მათ პერიოდულად არ გაწმენდთ, დაგროვილი ნეგატივი შეიძლება ისევ სახლში დაბრუნდეს, - ამის შესახებ ციფრული ასტროლოგი თაკო მელიქიშვილი წერს და საპრევენციო საშუალებებს გვიზიარებს.

„გააკეთე ეს და დაიცავი თავი ცუდი თვალისა და ნეგატიური ენერგიისგან. სარკეები ენერგიას იწოვენ. თუ მათ პერიოდულად არ გაწმენდთ, დაგროვილი ნეგატივი შეიძლება ისევ სახლში დააბრუნდეს.

საღამოს აუცილებლად გააკეთეთ ეს: წყალში გახსენით ცოტაოდენი მარილი, დაასველეთ ტილო და საათის ისრის მიმართულებით წრიული მოძრაობებით გაწმინდეთ სარკე. გაწმენდის დროს თქვით: „სარკე სუფთაა, გზა დახურულია. არც შური და არც ბოროტი ენერგია აქ ვერ შემოვა“. ეს პრაქტიკა თვეში ერთხელ გაიმეორეთ“, - წერს მელიქიშვილი.