1692302192
საქართველოში სამუშაო ვიზიტით ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის წარმომადგენლები იმყოფებიან

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის წარმომადგენლები იმყოფებიან. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები, ევროპელ და აზიელ კოლეგებთან ერთად, გარეული ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობის მეთოდებს განიხილავენ.
ველური ბუნების ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა მიზნად ისახავს გარეული ცხოველების დაავადებათა პრევენციას, გამოვლენასა და კონტროლს, ერთიანი ჯანდაცვის პრინციპით.