დღეს ყველა ქრისტიანმა ეს ლოცვა უნდა წაიკითხოს
1779344721
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
26 მაისს, დილიდან თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება წვევამდელთა ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია.
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ეფუძნება კონცეფციას - 1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს.
ამ თარიღთან დაკავშირებით, წელს ფიცის დადების ცერემონია ყველაზე მასშტაბური იქნება და პირველად, წვევამდელები ფიცს დადებენ თბილისში და საქართველოს 12 რეგიონში უძველეს ქრისტიანულ ეკლესია-მონასტრებთან.
დედაქალაქში მთელი დღის განმავლობაში კულტურულ, სპორტულ, გასართობ და საბავშვო ღონისძიებებს ორბელიანის მოედანი და ალექსანდრეს ბაღი უმასპინძლებს. პარალელურად, რეგიონებში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება ცენტრალურ მოედნებზე
.
17:10 საათზე მთელს ქვეყანაში ჰიმნის შესრულებით აღინიშნება დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო. დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გალა კონცერტებით დასრულდება.
26 მაისს, თბილისში, სადღესასწაულო ღონისძიებები ათონელის ქუჩაზე, ალექსანდრეს ბაღში, ხაზინის და ფხოვის, ფურცელაძის და ვეკუას ქუჩებზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე გაიმართება.
პროგრამა:
ალექსანდრეს ბაღი
12:00 – 19:00 - საბავშვო კონცერტი - ანა-ბანა; ვოკალის აკადემია; ბასტი-ბუბუ; მეკოს სტუდია; ნუცას სკოლა; ნუკრი კაპანაძის სტუდია; ნიას სტუდია; ქენდი; ბზიკები;
12:00 – 20:00 - საბავშვო გასართობი პროგრამა - საბავშვო მასტერკლასები და მოცულობითი გასაფერადებელი სტენდი; საბავშვო აქტივობები; საპნის ბუშტების და ილუზიონისტის შოუ; ზღაპრის კითხვა კოსტიუმირებული მსახიობის მიერ;
ხაზინის და ფხოვის ქუჩა12:00 – 20:00 - სპორტის სივრცე - ფოტოზონები; მოსასვენებელი სივრცე; სამაგიდო თამაშები; კალათბურთი / ფეხბურთი / პადელი; საბავშვო აქტივობები და მასტერკლასები; საგამოფენო ზონა; სპორტული ქრონიკები;ფურცელაძის ქუჩა12:00 – 20:00 - ღვინისა და ხორბლის სივრცე - ღვინის ბარი; საგამოფენო სივრცე; მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; მოსასვენებელი სივრცე; ფოტოზონა/ინსტალაცია;14:00-18:00 - საბავშვო გასართობი აქტივობები - გვირგვინების დამზადება; ხელნაკეთი ნივთები; ჰერბარიუმის შექმნა; პინების შექმნა;12:00-16:00 - მუსიკალური ნაწილი - ანი კეკუა და ბენდი; დინი ვირსალაძე; მარიკო ებრალიძე; DJ;ფურცელაძის და ათონელის ქუჩების კვეთა12:00 – 19:00 - სახელოვნებო სივრცეები - ყვავილების სივრცე/გამოფენა - ზურაბ შევარდნაძე; ფოტოზონა; მოსასვენებელი სივრცე; საბავშვო მასტერკლასები; თემატური კაფე; კონცერტი;ვეკუას ქუჩა12:00 – 20:00 - კვების კუთხეიტალიის ქუჩა12:00 – 20:00 - კვების ობიექტებიათონელის ქუჩა17:10 – პრეზიდენტის სასახლის ეზო - საქართველოს ჰიმნიათონელის ქუჩა, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია20:00 - გალა კონცერტი