ბოლო ცნობები რომში მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილიდან - დაშავებულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა
1751632913
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) თანამშრომლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უსაფრთხოების საკითხებზე თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩაუტარა. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
სწავლებამ მიზნად დაისახა კომპანიის თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების შესახებ, რაც მოიცავდა მიწისძვრის, ხანძრისა და სხვა კრიზისული შემთხვევების დროს სწორად მოქმედების ინსტრუქციებს.
თეორიული ნაწილი:
საგანგებო სიტუაციების ტიპების მიმოხილვა
მათი პრევენციის გზები
ევაკუაციის პროცედურები
სახანძრო-სამაშველო ძალების მუშაობის სპეციფიკა
პირველადი ინფორმაციის მიღების შემდეგ, მონაწილეებმა მონაწილეობა მიიღეს სიმულაციურ პრაქტიკულ სწავლებაში, სადაც ჩართულნი იყვნენ:
სახანძრო ეკიპაჟები
სასწრაფო დახმარების მანქანები
საპატრულო პოლიცია
„სიმულაციური სწავლება ჩატარდა იმისათვის, რომ თანამშრომლები უკეთ გაირკვნენ, როგორ იმოქმედონ საგანგებო სიტუაციების დროს, მათ შორის ხანძრის ან სხვა კრიზისული შემთხვევებისას. სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს შესაბამისმა სამსახურებმა და გამოყენებული იყო სპეციალური ტექნიკა – სახანძრო-სამაშველო მანქანები, სასწრაფო დახმარების და საპატრულო ეკიპაჟები“, - განაცხადა აეროპორტების გაერთიანების შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა ნუგზარ ციხელაშვილმა.
პრაქტიკული სავარჯიშოები მოიცავდა:
ხანძრის ლოკალიზაციასა და ქრობის ტექნიკას
ოფისის თანამშრომლების ევაკუაციას
დაშავებულთა დროულ გამოყვანასა და პირველადი დახმარების გაწევის სიმულაციას
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უკვე დანერგილია სხვადასხვა ორგანიზაციაზე მორგებული მომსახურება, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო და სახანძრო უსაფრთხოების კულტურის გაუმჯობესებას.