„5-6 თვეში, ვხედავ...“ - გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
1751482200
ისრაელის მხრიდან რეგიონის ქვეყნებზე თავდასხმების უკან პალესტინის საკითხის დავიწყების განზრახვა იმალება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის ქალაქ ხანქენდიში, „ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე განაცხადა.
ერდოღანის თქმით, მნიშვნელოვანია, მხარდაჭერა პალესტინელი ხალხისა და მთავრობის მიმართ გაგრძელდეს.
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ისრაელის ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში სულ უფრო აგრესიული პოლიტიკა რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.
„ჩვენ არც პალესტინის საქმის მიტოვება შეგვიძლია და არც დუმილის შენარჩუნება, რადგან ნეთანიაჰუს მთავრობა ჩვენს რეგიონში სისხლისღვრას იწვევს“, – აღნიშნა ერდოღანმა.
სამიტზე დამსწრე ქვეყნებისადმი მიმართვისას, თურქეთის პრეზიდენტმა მათ მოუწოდა კვიპროსელ თურქებთან უფრო მჭიდრო კავშირებისკენ სპორტის, კულტურის, ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში.
ავღანეთთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა: „ჩვენ გვჯერა, რომ მხარი უნდა დავუჭიროთ უსაფრთხოებას, მშვიდობას და ავღანეთში ხალხის განვითარებას“.