საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 22 მაისს, პატრიარქი შიო III სადღესასწაულო წირვას შიომღვიმის მამათა მონასტერში აღავლენს.

„ამა წლის 22 მაისს, ღირსი შიო მღვიმელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III სადღესასწაულო წირვას აღავლენს შიომღვიმის მამათა მონასტერში.

ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.