სამი კომისია ჩამოყალიბდა - სამანდატო, ხმის დამთვლელი და სარედაქციო - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სინოდის დღევანდელ სხდომაზე ჩამოყალიბდა სამანდატო, ხმის დამთვლელი და სარედაქციო კომისიები.

„დღევანდელი სინოდის სხდომა ეძღვნებოდა საორგანიზაციო საკითხების განსაზღვრას. სხდომაზე შემდეგი სინოდისთვის და გაფართოებული კრების გასამართად განისაზღვრა გარკვეული პროცედურები. მათ შორის, სამი კომისია ჩამოყალიბდა - სამანდატო, ხმის დამთვლელი და სარედაქციო კომისიები. განისაზღვრება ამ კომისიაში შემავალი წევრების საკითხი. ვიცით, რომ გაფართოებული სხდომა გაიმართება სამების ტაძარში. სინოდის შემდეგი სხდომა გაიმართება 24 აპრილს.

კომისიის სახელწოდებები თავად ლაპარაკობს მის ფუნქციაზე, ეს პროცესი რაც პატრიარქის არჩევას უკავშირდება არ არის მარტივი. ხმები უნდა დაითვალოს, გაფართოებულ სხდომაზე ბევრი დელეგატი იქნება - მოწესრიგებულად უნდა იყოს ყველაფერი, არ უნდა დარჩეს ორაზროვნება არცერთ საფეხურზე, ამიტომ საორგანიზაციო კუთხით ბევრი რამ არის გასაკეთებელი და საჭირო იყო შეთანხმება ამ თემებზე“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.