ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც 2026 წლის აპრილში დიდი სიურპრიზი ელის
1775238524
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ აბონენტებს უკავშირდებიან პირები, რომლებიც კომპანიის სახელით, თითქოს მრიცხველის ჩვენების გადამოწმების მიზნით, პირადი მონაცემების გაზიარებას ითხოვენ.
როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ზარები არის ცრუ შინაარსის და არანაირი კავშირი არ აქვს „ენერგო-პრო ჯორჯიასთან”.
„სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” ცხელ ხაზზე დაფიქსირებული მრავალრიცხოვანი შეტყობინების თანახმად, აბონენტებს უკავშირდებიან პირები, რომლებიც კომპანიის სახელით, თითქოს მრიცხველის ჩვენების გადამოწმების მიზნით, პირადი მონაცემების გაზიარებას ითხოვენ.
კომპანია კატეგორიულად აცხადებს, რომ აღნიშნული ზარები არის ცრუ შინაარსის და არანაირი კავშირი არ აქვს „ენერგო-პრო ჯორჯიასთან”.
“ჩვენი მხრიდან მსგავსი ფორმით პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვა არ ხდება. მივმართავთ ჩვენს აბონენტებს, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და არ ენდონ საეჭვო ზარებს”, - აცხადებენ კომპანიაში.