კეროლაინ ლევიტი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი ირანში ამერიკული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმირებულია - „სქაი ნიუსი“

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანში ამერიკული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმირებულია, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

„პრეზიდენტი ტრამპი ინფორმირებულია“, – აღნიშნა ლევიტმა.

მანამდე „ენბისი ნიუსმა“ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ამერიკული F-15 ტიპის გამანადგურებელი ირანის თავზე ჩამოვარდა.

ოფიციალურმა პირებმა „ენბისი ნიუსს“ ასევე განუცხადეს, რომ აშშ-ის სამხედროები სამძებრო-სამაშველო ოპერაციას აწარმოებენ, თუმცა ისინი არ აკონკრეტებენ, თუ როგორ ჩამოვარდა თვითმფრინავი.

ამასთან, დღეს „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ ორი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ განაცხადა.