„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს აფრთხილებს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1775217589
ინოდის დღევანდელი სხდომა საორგანიზაციო და პროცედურულ საკითხებს შეეხება. თუ იქნება მსჯელობა მომავალი პატრიარქის ასაკს და განათლებას, ამაზე ჩემი პოზიცია მაქვს, – ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა, ზენონ იარაჯულმა განაცხადა.
მისი თქმით, პატრიარქის ასაკობრივ ზედა ზღვარს კანონიკური სამართალი არ ადგენს.
„კანონიკურად 35 წლის ზემოთ ვერავის მოხსნი კანდიდატურიდან ასაკის გამო, მაგრამ ჩვენს დებულებაში ნაჩვენებია, რომ 70 წლამდე არის ეს ზღვარი. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არ წარმოადგენს იმპერატიულ კატეგორიას, ექვემდებარება ზოგად ცვლილებებს. ცვლილებაც არ არის აუცილებელი თუ უმრავლესობა გამონაკლისის სახით მიიჩნევს, რომ 70 წელს გადაცილებული პიროვნება შეიძლება, ჩვენი კანდიდატი იყოს. ასეთ შემთხვევაში ცვლილებების საჭიროებაც არ არის. ადგილობრივი დებულება იერარქიულად, როგორც ნორმატივი არ აღემატება კანონიკურ სამართალს, ისევე როგორც კონსტიტუციას არ აღემატება რაიმე კანონი. მე ვფიქრობ, რომ ასაკობრივი შეზღუდვა არასწორია. პირიქით, 70 და 60 წელი პატრიარქისთვის საჭირო ასაკია, მთავარია, ფუნქციონირებდეს და მუშაობდეს სისტემა. პატრიარქი ნამდვილად უნდა იყოს ფსიქოლოგიურად ამ ასაკის“, – განაცხადა მეუფე ზენონმა.
მისი თქმით, პატრიარქის არჩევის პროცესში ვერანაირ ჩარევას ვერ ხედავს.
„საზოგადოება ყოველთვის ვიღაცის მხარესაა და ასეთ დროს ყველა არ იცავს ეთიკურ ნორმებს, ამას ვერ შევაფასებთ ჩარევად. განათლება აუცილებელია, მაგრამ თუ კანდიდატი იმდენად მისაღებია და აკმაყოფილებს ამ იდეას, გამონაკლისი არსებობს. უმრავლესობა თუ მიიჩნევს, რომ ეს მღვდელმთავარი აკადემიურ განათლებას თვითნასწავლობით აღემატება, ეს სუბიექტური არ იქნება. პატრიარქიც მღვდელმთავარია, თუ მღვდელმთავრობა შეიძლება, პატრიარქობა რატომ არ შეიძლება? თბილისში რატომ არ შეიძლება, იყოს უდიპლომო და რატომ შეიძლება, ქუთაისში ან რუსთავში? მე მყავს ჩემი კანდიდატები. ჩემი კანდიდატები არიან ვინც ილია მეორეს მოჰყვებიან ადრეული დროიდან. მათ შორის ავარჩევთ“, – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა, ზენონ იარაჯულმა.