გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც დაბერება საგრძნობლად ჩქარდება - მეცნიერების უახლესი დასკვნა
1779135073
უარი აკრედიტაციაზე დაუსაბუთებელი მოტივით - „რუსთავი 2-ის“ გადამღებ ჯგუფს 14 და 15 მაისს მოლდოვის რესპუბლიკაში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესია უნდა გაეშუქებინა, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც მონაწილეობს, აკრედიტაციის გაცემაზე უარი ეთქვა.
ეს უარი „კურიერის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს უთხრა არა ევროპის საბჭომ, არამედ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც ტელეკომპანიისთვის გამოგზავნილ წერილში მიზეზად ეროვნული კანონმდებლობა და უცხოელი ჟურნალისტების აკრედიტაციის შესახებ რეგულაციები დაასახელა.
ოფიციალურმა კიშინიოვმა, არც თავიდან და არც მიმართვის შემდეგ არ განმარტა, თუ რა კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს „რუსთავი 2,“ რომელსაც ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, მოლდოვაში არაერთი საერთაშორისო ღონისძიება გაუშუქებია, ისევე, როგორც გასულ წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები.
„სამწუხაროდ, გაცნობებთ, რომ დეტალური განხილვის შედეგად, თქვენი მოთხოვნა აკრედიტაციის შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაზე დასასწრებად არ დაკმაყოფილდა.
ეს გადაწყვეტილება მიღებულია ეროვნული კანონმდებლობისა და „მოლდოვის რესპუბლიკაში უცხოელი ჟურნალისტების აკრედიტაციის შესახებ“ დებულების შესაბამისად“, - აღნიშნულია წერილში, რომელიც „რუსთავი 2-მა“ მიიღო.