მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
მეწყრის საშიშროების გამო რიკოთი ჩაკეტილია. მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურის გზაზეა გადართული.
„პრაიმტაიმს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში უთხრეს ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება აღნიშნული გზის მონაკვეთზე მოძრაობა.
„ამ დრომდე მიმდინარეობს გეოლოგიური, ტოპოგრაფიული კვლევები, რათა სამომავლოდ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ აღდგეს მოძრაობა. ველოდებით კომპეტენტური პირების, ექსპერტების დასკვნას“, - ამბობენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.