ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე შენობა ჩამოინგრა
1746878808
ახალქალაქში, ზაზა ფერაძის სახელობის საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 8-თვით გაწვეულმა 418-მა რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო.
ღონისძიება სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო. რეკრუტებმა ფიცის დადების შემდეგ ჯარისკაცის მრწამსიც წარმოთქვეს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ზაქარია კალანდაძე, რომელმაც რეკრუტების მშობლებს მადლობა გადაუხადა და ჯარისკაცებს სამშობლოს წინაშე დადებული სამხედრო ფიცის წარმატებით შესრულება უსურვა.
საზეიმო ღონისძიებას რეკრუტების მშობლები და ოჯახის წევრებიც დაესწრნენ, რომლებსაც საკუთარ შვილებთან შეხვედრის და მათთან ერთად ემოციების გაზიარების საშუალება მიეცათ.
ფიცის დადების საზეიმო ღონისძიებას წინ უსწრებდა ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) სპეციალური პროგრამა, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8-თვით გაწვეულმა და საკუთარი სურვილით დარეგისტრირებულმა პირებმა გაიარეს. ორთვიანი მომზადების პერიოდში რეკრუტებმა სხვადასხვა სამხედრო დისციპლინა შეისწავლეს და ჯარისკაცის მოვალეობებს გაეცნენ. მათ გაიარეს პირველადი დახმარების კურსი,
საცეცხლე, ტაქტიკური, სამწყობრო მომზადება და საბრძოლო თემატიკასთან დაკავშირებული
კურსები.
დღეიდან ჯარისკაცები წვრთნებისა და სამხედრო განათლების, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, ასევე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობებში გადანაწილდებიან და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს გაივლიან. ისინი საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფებში სამ დღეში ერთხელ იმსახურებენ და მათი დარიცხული ანაზღაურება თვეში 635 ლარი იქნება. ის პირები კი, რომლებიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირდნენ, ხელფასზე 30%-იანდანამატს მიიღებენ.