1747936027
რას წერს ისრაელის საელჩო საქართველოში წყვილზე, რომელიც ვაშინგტონში მოკლეს და მანამდე, ნიშნობისთვის ემზადებოდა

ისრაელი გლოვობს ვაშინგტონში განხორციელებულ სასტიკ ტერორისტულ თავდასხმას, რომლის დროსაც, საელჩოს ორი თანამშრომელი, იარონ ლიშინსკი და სარა ლინ მილგრიმი მოკლეს.
„დღეს, თბილისში, ისევე როგორც ისრაელის დიპლომატიურ მისიები მთელ მსოფლიოში, ვუშვებთ დროშას, მათი ხსოვნის პატივსაცემად და ტერორის წინააღმდეგ ერთიანობის ნიშნად.
გუშინ საღამოს, დამოუკიდებლობის დღე აღვნიშნეთ ჩვენს მეგობრებთან და გადი მოზესთან ერთად საქართველოში.
ამ დილით კი, მტკივნეული და სულის შემძვრელი ამბავი გავიგეთ. უფალმა აკურთხოს მათი ხსოვნა. ჩვენ არასოდეს დავნებდებით სიძულვილს“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
ცნობისთვის, ვაშინგტონში, ებრაულ მუზეუმთან მოკლული ახალგაზრდა წყვილი ნიშნობისთვის ემზადებოდა.
პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულია და ის აყვანის პროცესში პალესტინის მხარდამჭერ ფრაზებს სკანდირებდა.