ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, მოზარდები, რომლებსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, 55-ე საჯარო სკოლაში დღეს დილიდან არ მისულან, საგაკვეთილო პროცესს არ დასწრებიან და ამის შესახებ კლასის დამრიგებელმა მათ მშობლებს შეატყობინა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, გარდაცვლილი მოსწავლე, მარიტა მეფარიშვილია.
„55-ე საჯარო სკოლაში ეს კონკრეტული ბავშვები არ გამოცხადდნენ დილიდან გაკვეთილზე, რეგულაციის მიხედვით, რომლითაც ვალდებულია დამრიგებელი, როგორც კი არ გამოცხადდება მოსწავლე სკოლაში, რეგულაციის დაცვით მან აცნობა მშობლებს, რომ ბავშვები არ ესწრებოდნენ საგაკვეთილო პროცესს, ინფორმირება ჩვენი მხრიდან დამრიგებელმა განახორციელა“,- ამბობს განათლების მინისტრის მოადგილე.
ცნობისთვის, ვაკის პარკის შადრევანში 3 მოზარდს დენმა დაარტყა. 13 წლის გოგონა კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ერთი ბავშვი უკვე სახლში გაწერეს, ერთი კი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაში რჩება.
ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
1775503379
რომელი ლოცვა აღარ იკითხება დღეიდან
1775419264