წყალი 17 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1779392171
გასულ წელს, თბილისში, თემქაზე, N159 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ბოლო ზარის“ ღონისძიების დროს მომხდარ მძიმე ავარიას 43 წლის თეა გიორგაძე იხსენებს.
5 შვილის დედა და 2 შვილიშვილის ბებია ტელეკომპანია იმედის ეთერში ჰყვება, რომ შემთხვევის დროს შვილთან ერთად იდგა, როდესაც მათკენ დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი წამოვიდა.
თეა გიორგაძის თქმით, ავარიის დროს ერთადერთი, რაზეც ფიქრობდა, შვილის დაცვა იყო.
„ერთადერთი, რაც გავიფიქრე, ეს იყო, რომ ჩემი შვილი უნდა დამეცვა,“ — ამბობს ის.
შემთხვევის შედეგად ქალმა მძიმე დაზიანებები მიიღო და ექიმებს მისი მარჯვენა ფეხის ამპუტაცია მოუწიათ.
დაზარალებულის თქმით, ავტომობილს 19 წლის ახალგაზრდა მართავდა, რომელმაც, მისი ინფორმაციით, ჩვენებაში აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილზე თავის მოწონების მიზნით მივიდა.
ქალის განცხადებით, მომხდარს მისი შვილებიც და შვილიშვილიც შეესწრნენ, რაც ოჯახისთვის მძიმე ტრავმად იქცა.
როგორც თეა გიორგაძე ამბობს, ამჟამად სამოქალაქო დავა მიმდინარეობს, რომელიც მკურნალობისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ეხება. მისივე თქმით, ტრაგედიამ მთლიანად შეცვალა როგორც მისი, ისე მისი ოჯახის ცხოვრება.