ქუჩები თბილისში, სადაც წყალი დილამდე შეწყდება - ნახეთ მისამართები

წყალი

GWP-ის ინფორმაციით, დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს წყლის მომარაგება შეუწყდება.

კომპანიის ცნობით, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ვაკის რაიონში, ი.ჭავჭავაძის გამზ. N53-თან ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც დღეს, 23:30 საათიდან 22 მაისის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში:

ი. ჭავჭავაძის გამზ. N39,41,43,45,47,49, 51, 53, 55,73, 74, 75,76, 78, 80, 82, 84, თამარაშვილის N 1,2ა, 3, 4, 5, 7, 9, გიორგი წერეთლის, ვახტანგ ლეჟავას, სოლიკო ხაბეიშვილის ქუჩებს.

გარდა ამისა, ტექნიკური სამუშაოები გ.გურამიშვილის ქ. N1ა-თან ჩატარდება, რის გამოც დღეს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

კრწანისის რაიონში:

გორგასლის N 6-30 (ლუწებს) N 41-81 (კენტებს) (მათ შორის პროკურატურა, ფინანსთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო); ორთაჭალის N 2-6 (ლუწებს); N 1-5 (კენტებს); გულუას N 10(შსს); გიორგი გურამიშვილის ქუჩებს.