„ძალიან ასაიდუმლოებ?“ - რა ხდება ბაბი კირკიტაძის პირადში
1745778041
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პოლიციელთა, გამომძიებელთა და მესაზღვრეთა საბაზისო მომზადების ჯგუფების კურსდამთავრებულთა სერტიფიკატებით დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება ოფიციალურად გახსნა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა, ლელა ჩიქოვანმა, რომელმაც კურსდამთავრებულებს პროფესიული საქმიანობის დაწყება მიულოცა. მან ხაზგასმით ისაუბრა პოლიციელის პროფესიის მნიშვნელობაზე, სამართალდამცავ სისტემაში მათი როლისა და იმ განსაკუთრებული პასუხისმგებლობის შესახებ, რაც ქვეყნის შიდა უსაფრთხოებისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვას უკავშირდება. რექტორმა კურსდამთავრებულებს წარმატებული კარიერული გზა უსურვა.
45 კურსდამთავრებულისათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ნიკოლოზ შარაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ეკა ზაალიშვილი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე უშანგი ლომიძე, აკადემიის ინსტრუქტორები, კურსდამთავრებულთა ოჯახის წევრები და ახლობლები.
ღონისძიების ფარგლებში, კურსდამთავრებულებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ პოლიციელთა ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
პოლიციელთა, გამომძიებელთა და მესაზღვრეთა საბაზისო მომზადების პროგრამა მიზნად ისახავს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ უნარებად გარდაქმნას. მისი ძირითადი ამოცანაა, უზრუნველყოს კადრების მომზადება სამართალდამცავ სტრუქტურებში პროფესიული საქმიანობის ეფექტურად შესასრულებლად.