პირველსემესტრელ სტუდენტთა საყურადღებოდ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წელი იწყება 15 სექტემბერს.

პირველსემესტრელთა პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაცია თსსუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში (ვაჟა-ფშაველას N33) იწარმოებს 1 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით.

რეგისტრაციისას, გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:

• განცხადება უნივერსიტეტში ჩარიცხვის თაობაზე (განაცხადი უნდა გაკეთდეს ადგილზე);

• სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ამ დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

• სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისათვის);

• ორი ფერადი ფოტოსურათი (3x4-ზე) და შესაბამისი ელექტრონული ვერსია;

• პირადობის მოწმობის ასლი;

• სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირველი სემესტრის თანხა).

არასრულწლოვანი აბიტურიენტის ნაცვლად უნივერსიტეტთან ხელშეკრულების გაფორმება შეუძლია მშობელს, რომელიც წარმოადგენს შვილის დაბადების მოწმობას (ასლს).

დეტალებისთვის დაუკავშირდით ფაკულტეტებს:

მედიცინის ფაკულტეტი: + 995 32 254 24 05 /06

დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა + 995 32 254 25 77

სტომატოლოგიის ფაკულტეტი: + 995 32 254 24 01 /02

ფარმაციის ფაკულტეტი: + 995 32 254 24 36

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი: + 995 32 254 24 19

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი: + 995 32 254 24 08

საექთნო საქმისა და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამები + 995 32 254 24 07

საბანკო რეკვიზიტები:

სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი TRESGE22

სახაზინო კოდი (ანგარიშის ნომერი) 708987289

საიდენტიფიკაციო კოდი 211328703

ბრძანება ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის აკადემიური კალენდრის განსაზღვრის შესახებ“ იხილეთ აქ