პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ თორნიკე რიჟვაძე თურქეთში ოჯახის წევრების სურვილითაა გადაყვანილი

ლალი ტურძელაძე

თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე მკურნალობას სტამბოლის ერთ-ერთ საავადმყოფოში განაგრძობს.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ ეს ოჯახის სურვილი იყო. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო სტაბილური, რაც მისი ტრანსპორტირების საშუალებას იძლეოდა.

"წუხელ, ღამის 02:00 საათზე თორნიკე რიჟვაძე გადაყვანილი იქნა სტამბოლის საავადმყოფოში, საჰაერო გზით.

პატრონების მოთხოვნით, მათი თხოვნა იყო ასეთი, თვითონ გამოიძახეს რეანიმობილი, ანუ თვითმფრინავი, თვითონ ჩამოვიდა და გადაიყვანეს თორნიკე.

თორნიკე იყო სტაბილურ მდგომარეობაში, კონტაქტში შემოდიოდა შეღვიძებისას, გაუმჯობესებული პარამეტრებით, თუმცა მართვით სუნთქვაზე დავტოვეთ იმიტომ, რომ გადაყვანა უნდოდათ და არ შეიძლება მისი მოხსნა საჰაერო ფრენის დროს.

მძიმე პაციენტია, რა თქმა უნდა, აპარატულ სუნთქვაზე, მაგრამ იყო გაუმჯობესებული პარამეტრებით, კონტაქტური", - განაცხადა თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ.