"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
სურსათის ეროვნული სააგენტომ მოქალაქეების შეტყობინებების საფუძველზე, თევზპროდუქტების მასიური არაგეგმური შემოწმება დაიწყო.
იმისთვის, რომ თევზი უვნებლად ჩაითვალოს, მისი შენახვის ტემპერატურა უნდა იყოს მინუს 18 გრადუსიდან მინუს 20 გრადუსამდე. ამ შემთხვევაში, თევზპროდუქტები არ არის ეტიკეტირებული და დაუდგენელია მისი როგორც წარმომავლობა, ისე შენახვის ვადებიც. ასეთი დარღვევებისთვის რეალიზატორები სოლიდური სახდელით ჯარიმდებიან.
თვალხილულ საფრთხეზე ინსპექტორები ადგილზევე რეაგირებენ, თუმცა იმის დასადგენად, არის თუ არა თევზპროდუქტები დაბინძურებული პარაზიტებით, მასალა ლაბორატორიაში მიაქვთ.
საეჭვო თევზის ნიმუშები ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით აიღეს - როგორც საცალო ვაჭრობის ობიექტებიდან, ისე საწარმოებიდან და, რამდენიმე შემთხვევაში, საშიში პარაზიტებიც აღმოაჩინეს.
ის, რაც ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, თუმცა რისკების დაზღვევა შესაძლებელია სწორი თერმული დამუშავებით - მაღალ ტემპერატურაზე მომზადებით ან პირიქით, ძალიან დაბალ ტემპერატურაზე შოკური გაყინვით.
ზოგადად, თევზპროდუქტები როგორც გაყინული, ისე ნედლი, ცოცხალი ან სულაც შებოლილი, მაღალი რისკის სურსათის ჩამონათვალშია. ის აუცილებლად უნდა ინახებოდეს სამაცივრე პირობებში.
თევზის ის პარტია, რომელშიც სეს-მა საშიში პარაზიტები აღმოაჩინა, გაყიდვაში აღარ არის, მაგრამ მომხმარებელს სიფრთხილე მაინც მართებს. პირველ რიგში, შეძენა უნდა მოხდეს სანდო გამყიდველისგან, ყიდვისას უნდა დავაკვირდეთ განთავსების პირობებს და გავეცნოთ ეტიკეტს. საეჭვო პროდუქტის აღმოჩენის შემთხვევაში, შეგვიძლია, მივმართოთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზს ნომერზე 1510.
ვრცლად ↓