1765353840
ნახეთ როგორ იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი აღდგომის ღამეს და მიცვალებულთა მოხსენიების დღეს
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი დროებით რეჟიმს ცვლის. კვირას, აღდგომის ღამეს, გახანგრძლივებულად იმუშავებს მეტროპოლიტენი და ის დილის 04:00 საათამდე ღია იქნება.
ორშაბათს, მიცვალებულთა მოხსენიების დღეს კი მეტროებიდან ძირითად სასაფლაოებამდე, მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00-მდე უფასოდ მოემსახურება.












