მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში ქართული საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა. მისი შეფასებით, გაუგებრობებს წერტილი დაესვა და მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ მეგობარი სახელმწიფოსგან მტკიცე მხარდაჭერა დაინახა.
„ეს იყო თბილი, მეგობრული ვიზიტი და მიღება. ჩვენი მასპინძელი ცდილობდა განსაკუთრებული სითბო და ყურადღება ეჩვენებინა ქართული დელეგაციისთვის, მრავალპარტიული შემადგენლობა მისთვისაც მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ მთლიანად ჩვენი ქვეყნის სოლიდარობა ჩაიტანა ამ საპარლამენტო დელეგაციამ.
როგორც დახურულ, ასევე ღია ნაწილში იყო ერთი განწყობა და ერთი ტალღა, სურვილი იმის, რომ გაუგებრობები რაც იყო, ამოწურულიყო. ჩვენ მთავარ რამეზე შევთანხმდით, წინ უნდა გავიხედოთ, ჩვენი ქვეყნების ძმობა და ურთიერთობა არის მნიშვნელოვანი, მით უმეტეს ამ ვითარებაში, წინ უნდა გავიხედოთ, რომ თავიდან ავიცილოთ მომავალში ასეთი სიტუაცია, ამის გამოსავალი არის პირდაპირი კომუნიკაცია," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.