ომი უკრაინაში

1760934962

უკრაინაში ომი გრძელდება - პოკროვსკში ოკუპანტებმა სამოქალაქო პირებს ცეცხლი გაუხსნეს, არიან დაღუპულები

ომი გრძელდება უკრაინაში - პოკროვსკში ოკუპანტებმა სამოქალაქო პირებს ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა სამი ადამიანი. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.დრონებით დარტყმის სამიზნე გახდა დნეპროპეტროვსკის ოლქში მდებარე ქვანახშირის ერთ-ერთ მაღარო. მაშველებმა გვირაბებიდან 200-მდე მუშა ამოიყვანეს.პარალელურად, სამშვიდობო პროცესის შესახებ Foxnews-თან ინტერვიუში ისაუბრა ამერიკის პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შტატებს არ შეუძლია, უკრაინას მთელი თავისი იარაღი გადასცეს. Financial Times-ი კი წერს, რომ ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, მიიღოს რუსეთის მიერ წაყენებული პირობები, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, პუტინი უკრაინას განადგურებით დაემუქრა.

მარიამ შენგელია

1759861222

Exclusive: „იმდენად რთული პერიოდი იყო, რომ მახსენდება შინაგანი ფორიაქი მეწყება... არ მინდოდა, არ ვუშვებდი...“ - მარიამ შენგელიას გულახდილი პასუხები

მომღერალი, მარიამ შენგელია, სცენაზე გამოჩენისთანავე იპყრობს ყურადღებას – არამხოლოდ თავისი ხმით, არამედ იმ შინაგანი სიმშვიდითა და სილაღით, რაც თითოეულ მის შესრულებას თან სდევს.დამეთანხმებით, მარიამს თანამედროვე ქართულ მუსიკალურ სფეროში დასამახსოვრებელი ხმა აქვს. სწორედ ამიტომ, მან საქართველო წელს ევროვიზიაზე წარადგინა. ამის შემდეგ კი საზოგადოებისთვის, კიდევ უფრო ნაცნობი და საინტერესო ფიგურა გახდა.მარიამი „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გულწრფელად საუბრობს სხვადასხვა თემებზე და ახალ ამპლუაზე, რომელსაც წამყვანობა ჰქვია. - მარიამ, პირველ რიგში შენს თავზე და პროფესიაზე მოგვიყევი, როგორ დაიწყო შენი მუსიკალური გზა? - სიმღერასთან ცხოვრება, 5 წლიდან დავიწყე, ამ დროს აღმოაჩინეს ჩემმა მშობლებმა, რომ რაღაც შემიძლია, თუმცა ის, რომ გადაჭრით მომღერალი ვყოფილიყავი ეს არა, რადგან, ჩემს ოჯახში, სიმღერის ნიჭი არავის არ აქვს, მშობლებმაც იფიქრეს, რომ პატარა მონაცემები მქონდა. როდესაც უკვე ძალიან შემიყვარდა და ცხოვრების ნაწილი გახდა მუსიკა, შემდეგ შემიყვანეს და ამის მერე, ჩემი ოჯახი გვერდში მიდგას.- რა იყო შენი მოტივაცია, რომ ევროვიზიაზე წასულიყავი და რას ნიშნავს იყო ქართველი ევროვიზიაზე?- ჩემთვის ევროვიზია, ორ ემოციასთან ასოცირდება, პირველი, ის, რომ იმ დროს ჩემს ცხოვრებაში, იმდენად რთული პერიოდი იყო, რომ მახსენდება, შინაგანი ფორიაქი მეწყება, დადებითთან არ ასოცირდება, სტრესული პერიოდი იყო, თუმცა, ამავდროულად, სასიამოვნო პროცესებიც ახლდა თან. ჯერჯერობით, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი მიღწევაა, როდესაც ამხელა აუდიტორიის წინაშე გამოდიხარ. საქართველოს წარდგენა, ეს კიდე ცალკე პასუხისმგებლობაა, ამას სანამ სცენაზე არ დადგები, იქამდე ვერ ხვდები. ვხვდებოდი, რამხელა ამბავი იყო, თუმცა უშუალოდ სცენაზე დადგომის დროს, როდესაც ყურში მითვლიდნენ 3,2,1... აი მაშინ მივხვდი, რომ მთელი ქვეყანა ელოდებოდა, თუ როგორი გამოსვლა მექნებოდა. - აღნიშნე, ამ ყველაფერს თან ახლა სტრესიო... გაგაძლიერა ამ ყველაფერმა?- რა თქმა უნდა, და მომცა მოტივაცია, რომ სცენაზე მყარი ფსიქიკით ვმდგარიყავი, ჩემი აზრით, არსებობენ ორი კატეგორიის ადამიანები, ერთი - რომელსაც შეუძლიათ ამ ყველაფერთან გამკლავება და მეორე - რომლებიც უბრალოდ ვერ აგრძელებენ, ასეთი სტრესის ქვეშ ცხოვრებას. მე აღმოვჩნდი ის ადამიანი, რომელმაც ბევრი სტრესული პერიოდი ყოჩაღად გაიარა. - მუსიკას, რომ თავი დავანებოთ როგორ გამოხატავ სხვაგვარად ემოციებს?- ბოლო პერიოდში, ძალიან მიყვარს სახლში ყოფნა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ყველას და ყველაფერს მირჩევნია სახლში ყოფნა, კომფორტულად ვარ ჩემს ძაღლთან, ამ დროს, ჩემს თავზე ბევრს ვმუშაობ.  ადრე საკუთარ თავთან დარჩენის შიში მქონდა და ეს იყო ჩემი დისკომფორტი, არ მქონდა საკუთარ თავთან კომუნიკაცია, ძალიან გავურბოდი და სულ ვცდილობდი გარეთ ვყოფილიყავი. ახლა პირიქით, ჩემი კომფორტის ზონაა საკუთარ თავთან დარჩენა. - რას ნიშნავს შენთვის კრიტიკა? - ყველანაირი კრიტიკა არის ჩემთვის მისაღები, არ არსებობს ადამიანი, რომელიც წარმატების გზაზე მიდის და მისი გზა ია ვარდებით მოფენილი იყოს, ეს გააზრებული მაქვს ბავშვობიდან. ვიღაცას, რომ რაღაცა არ მოეწონოს, პირიქით ეს კარგია, ვიფიქრებ, რომ რაღაც შესაცვლელი მაქვს, თუმცა, აქაც არსებობს საზღვრები! არ შეიძლება სიძულვილის ენით საუბარი, კრიტიკა მისაღებია და ყველა ადამიანის აზრს გავითვალისწინებ, მაგრამ ეს ყველაფერი ზომის ფარგლებშია საჭირო. მუქარა და ისტერიკა მისაღები არ არის. - რას ეტყოდი იმ ადამიანებს, ვინც ერთხელ მაინც სიტყვით ან თუნდაც საქციელით გაწყენინა? გულწრფელად ვიტყვი, რომ არავისგან არაფერი გულთან ახლოს არ მიმიტანია. რომ გითხრა, რეალურად ვერ ავხსნი, იმ პერიოდის ჩემს მდგომარეობას, თითქოს ფარი მქონდა აწეული და მაგით ვიცავდი საკუთარ თავს, არ მინდოდა, რომ ადამიანებისგან მწყენოდა. არ მინდოდა, არ ვუშვებდი, რომ ვინმესგან რამე მწყენოდა. - მოგვიყევი შენს ოჯახზე და გამზრდელ ბებოზე- ბებიაჩემი არის ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს მსოფლიოში. ბებო, 62 წლისაა და დაქალები ვართ. არ არსებობს თემა, რომელსაც ვერ მოვუყვები. ყველანაირად დამოკიდებული ვარ მასზე და ჩემი პირველი გულშემატკივარია. რა თქმა უნდა დედაჩემიც და ჩემი ოჯახის ყველა წევრი. ვერცერთს ვერ გამოვყოფ. - შენს ახალ პროფესიაზე და გამოწვევებზე მოგვიყევი, როგორია წამყვანობა?პირველ რიგში, მოვყვები როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. აგვისტოში, დედაჩემთან ვიყავი წასული გერმანიაში და მირეკავენ, რომ „რუსთავი 2-ში“ გიბარებენ და მობრძანდითო. მივედი და ბატონმა ბაკურმა ეგრევე მითხრა, რომ „შუადღის“ წამყვანი უნდა გახდეო. ჩემი პირველი კითხვა, იყო რატომ გგონია, რომ შემიძლია (იცინის) რადგან, ცხოვრებაში მსგავსი გამოცდილება არ მქონია, თან პირდაპირი ეთერი ბევრად საპასუხისმგებლოა, ვიდრე ჩაწერები. ძალიან მეშინოდა პირდაპირი ეთერის. მივედი აგვისტოს ბოლოს და 5 დღეში ეთერში გავდიოდით, არარეალური სიჩქარით მოვემზადე. ვგიჟდები გამოწვევებზე და მომწონს ეს ყველაფერი. „ცეკვავენ ვარსკვლავები“ იყო ჩემთვის დაუვიწყარი, რადგან იქ პირდაპირ ეთერში ცეკვავ, აქ ლაპარაკობ. თან მეშინოდა მაყურებლის, როგორ მიმიღებდნენ, თუმცა ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. უდიდესი გამოცდილებაა და ძალიან მზრდის ეს პროცესი, „შუადღის“ გუნდი არის ოჯახი. ყველა პირდაპირ ეთერს ვუყურებ დასრულების შემდეგ და ვხედავ, რამდენად გაზრდილი ვარ, წინა ეთერთან შედარებით.- სამომავლო გეგმები? - რეალურად, მივხვდი,  რაც უფრო ნაკლებს ვილაპარაკებ ჩემს სამომავლო გეგმებზე, მით უფრო კარგად წავა. ასე, რომ აუცილებლად გაიგებს ყველა, თუ რა იქნება. იმიტომ, რომ როცა რაღაც ხდება, ყოველთვის ისტერიკა მოჰყვება ამ ყველაფერს. ახლა გეტყვით, რომ კარგად ვარ და სამომავლოდაც ვფიქრობ, რომ ბევრად საინტერესო რაღაცები გელოდებათ ჩემგან. 

მჭედლიშვილი

1759260719

„აქ, ყველა ემიგრანტი რობოტია, ავად გახდომის უფლება არ გაქვს..." - ცნობილი ჟურნალისტის გულახდილი პასუხები პირად საკითხებზე

ჟურნალისტ ნინო მჭედლიშვილს, მედიასივრცეში და არამარტო მედიაში, კარგად იცნობენ. ნინო, ახლა ემიგრაციაშია და ამერიკიდან გვანებივრებს, ვიდეოებით და სხვადასხვა რჩევებით, მას tiktok-ზე, 70 000-მდე გამომწერი ჰყავს და დიდი პოპულარობით სარგებლობს.„პრაიმტაიმის“ ერთ-ერთი გამორჩეული ჟურნალისტი, „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად და გულახდილად ესაუბრება იმ სირთულეებზე, რაც თავიდან, ემიგრაციაში წასვლას მოჰყვა. ნინო ამბობს, რომ ერთი რამ დანამდვილებით იცის „ერთი ზუსტად ვიცი, ჩემი საქართველო მანდ არის, მე დავბრუნდები“. - რამდენი წელია რაც ემიგრაციაში ხართ? რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება?რვა წელი გავიდა... თითქოს გუშინ იყო... რა გატირებს დეე, ამერიკაში მიდიხარო, აეროპორტში მითხრა ჩემმა შვილმა. მაშინ კიდევ უფრო ღრმად რომ გამეანალიზებინა, რას ვაკეთებდი, ალბათ, ყველას გასაგონად ხმამაღლა ვიბღავლებდი. ჩუმად გადავყლაპე ცრემლები და აფრინდა... ბევრი არ მიფიქრია. ჩემი შვილის მომავლისთვის ვაკეთებდი და ამიტომ, მარტივად გადავწყვიტე. ეს მეორე ფრენა იყო. პირველად, საქმიანი ვიზიტით ვიყავი ამერიკაში. „პრაიმტაიმისთვის“ სიუჟეტები, ლაივები გადავიღეთ... ასე თუ ისე, წარმოდგენა მქონდა აქაურ ცხოვრებაზე, ემიგრანტებზე, მაგრამ სანამ თავად არ გამოცდი, დასკვნების გაკეთება სისულელეა.- საქართველოში, წარმატებული ჟურნალისტი იყავით, არ გაგიჭირდათ ყველაფერზე უარის თქმა და ახალი ცხოვრების დაწყება?მარტივი ნამდვილად არ იყო. პირველი რამდენიმე თვე მესიზმრებოდა, რომ პრესკონფერენციაზე ვაგვიანებდი, ვორდის ფაილი მქონდა გახსნილი და სწრაფად ვკრეფდი ტექსტს, სხვა სააგენტოს რომ არ დაესწრო ახალი ამბის დადება ჩემთვის (იცინის). დიდი ხანი, ქართულ საინფორმაციო პორტალებს ვათვალიერებდი, სიახლეებს ვეცნობოდი... მერე ნელ-ნელა მივხვდი, რომ ამერიკული საიტებისთვისაც უნდა გადამეხედა. დღესაც ვუყურებ ქართულ საინფორმაციო გამოშვებებს...- მოგვიყევით, რა სირთულეებს გადააწყდით და რა გაგიჭირდათ ყველაზე მეტად ამერიკაში ყოფნისას?პირველი და უმთავრესი, ენის ბარიერი. ჩემი ბრიტანული დამტვრეული ინგლისურით ვმოძრაობდი და მეგონა, ესენი სულ სხვა ენაზე საუბრობდნენ... ბრუკლინი საერთაშორისო ქალაქია... აქ უნდა იცოდე, ამერიკული, ჩინური, მექსიკური, რუსული, ესპანური, ინგლისური. ანუ, ყველა ქვეყნის წარმომადგენელს თავისი ინგლისური აქვს... ქართველის ინგლისურს ყველასგან გამოვარჩევ, თავისებური აქცენტი გვაქვს. ხოდა, ასე აქვს ყველას თავისი... მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი, ფიზიკური შრომა... აქ მივხვდი, რას ნიშნავს დაღლა. გამომცემლობაში კომპიუტერზე რომ ვაკაკუნებდი, მერე „ტუსოვკიდან“ „ტუსოვკაზე“ დავწკაპუნობდი ქუსლიანი ფეხსაცმელებით, კონცერტებს, ფესტივალებს, კონკურსებს ვაშუქებდი, თეატრის პრემიერებზე მიწვევდნენ, ცნობილ ადამიანებს ვსტუმრობდი და მერე... დღის ბოლოს, როგორ დავიღალეთქო, ვწუწუნებდი, ახლა მეცინება. არა, კი არ მეცინება, მეტირება. ზოგჯერ, ღამით ფეხების ტკივილი მაღვიძებს... ბოლოს, ქუსლიანი ფეხსაცმელი როდის ჩავიცვი, არ მახსოვს (იცინის)... ჩემი პირველი სამუშაო დღე ამერიკაში იყო ქართულ საცხობში, ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე. ახალი წელი თენდებოდა... არ მახსოვს, როგორ მოვედი სახლში, აბაზანაში შხაპის ქვეშ დავდექი და ონკანს ვერ ვუშვებდი, ძალა არ მქონდა ხელში... იქ აღარ წავსულვარ... მერე დალაგებებზე დავდიოდი, საათობრივად ვალაგებდი სახლებს. წელიწადზე მეტი, ასე ვშოულობდით კაპიკებს. ეგ ამერიკისთვის მართლა კაპიკები იყო. ჩემი ყოფილი ქმარიც ფიზიკურად მუშაობდა. ერთმანეთს ვამხნევებდით. მახსოვს, ერთხელ ხელჩაკიდებული მოვდიოდით ქუჩაში, ვუთხარი, გავა წლები და გაგვახსენდება ეს დრო, როცა ორივე ჩუმად ვართ იმიტომ, რომ გასამხნევებელი სიტყვები გაგვითავდა მეთქი...- გაგახსენდათ? - მე კი. და მას არ ვიცი. ერთად აღარ ვართ.- ემიგრაციაში დაშორდით? - ჰო... და მაშინ გავაცნობიერე რეალურად, რა იყო ემიგრაცია. სახლში რომ მოვედი სამსახურიდან და სინათლე არ ენთო ფანჯრებში... უფ, აღარც მინდა გავიხსენო. მაგრამ, რაც არ გვკლავს, მართლა გვაძლიერებს!- ემიგრაციაში ცხოვრებამ თუ შეგცვალათ და როგორ?შემცვალა? ეს სიტყვა არაა! ძლიერი გავხდი! ვიპოვე ახალი ნიჭი საკუთარ თავში და აღმოვაჩინე, რომ კულინარია ჩემი სფეროა. ამას ვუყურებ არა მხოლოდ როგორც საჭმელს, არამედ, როგორც ხელოვნებას და ძალიან მომწონს დღევანდელი ჩემი პროფესია მზარეულები უკეთ გამიგებენ, 10-12 საათი ფეხზე დგომა არაა მარტივი. თუ ეს საქმე არ შეგიყვარდა, ასე თავს ვერ გადადებ. მენტალურადაც გცვლის ეს ქვეყანა. თავისუფლების ფასი ვისწავლე... ცოტა გულჩვილობაც შემომეპარა, ქართულ სიმღერებზე მეტირება ზოგჯერ. ქართული დროშის დანახვა გულს მიჩქარებს. ქართველი დიზაინერების სამოსს ვიცვამ. აქ უფრო მეტად დავაფასე ჩვენი კულტურა და გემოვნება!- რით განსხვავდება იქაური ცხოვრება აქაურისგან?აქ, ქუჩაში ხალხი გიღიმის. უცხო ადამიანები გესალმებიან, ქათინაურებს გეუბნებიან. მაღაზიაში გამყიდველები, დღეს როგორ ხარო, გეკითხებიან. იმდენი მადლობა და ბოდიშია გარშემო, ზოგჯერ მგონია, რომ სამოთხეში ვარ. მეორე მხარეც აქვს, არც ისე სასიამოვნო. აქ თითქმის ყველა ემიგრანტი რობოტია. ავად გახდომის უფლება არ გაქვს. კვირაში ერთი დღე ისვენებ და მაშინაც თავს დამნაშავედ გრძნობ, იმხელა გადასახადები გაქვს, ვერ აძლევ თავს დასვენების უფლებას.- სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკში დიდი პოპულარობით სარგებლობთ...„ტიკტოკი“ მაშინ გავაკეთე, როცა ყველაზე ცუდად ვიყავი, ყურადღება მინდოდა სხვა რაღაცაზე გადამეტანა, რომ ბევრი არ მეფიქრა. ვერც ვიოცნებებდი ამდენ გამომწერზე. ჩემი შვილი დამცინოდა, რაღა დროს შენი ტიკ-ტოკიაო. დღეს, თავისი ვიდეოების დარეპოსტებას მთხოვს (იცინის). არ ვიცი, როგორ მოხდა, რომ ასე სწრაფად შემიყვარა ხალხმა. ამ ქსელმა გადამარჩინა... ძალიან დიდ სითბოსა და პოზიტივს ვიღებდი ქართველებისგან, რაც ასე მაკლდა... როგორც ჩანს, პროფესია ჟურნალისტი მომენატრა და ამით ვივსებდი დანაკლისს... დღეს ფეისბუკზეც ვაქტიურობ და აქაც უამრავი გამომწერი შევიძინე. შერეული კონტენტი მაქვს, კულინარია, მუსიკა, იუმორი... ვცდილობ, პოზიტივი ვაჩუქო ადამიანებს. მიხარია, თუ გამომდის.- ნინო, ყველაზე მეტად რა გენატრებათ? ჩემი შვილის სუნი კისერში, ჩემი ძაღლის მოფერება, ონკანის წყალი, ჰაერი, ჩემი სპორტდარბაზის კიბეები, მეგობრები, ოჯახი. ოჯახური სითბო მენატრება. სამსახურიდან დაღლილს, ვინმე ოჯახის წევრი ჩაის ან ყავას რომ მოგიმზადებს, ეგ მენატრება...- სამომავლო გეგმებზეც რომ გვესაუბროთ.ემიგრაციაში, ყველა ერთი ორი წლით ჩამოვდივართ. ყველას გვგონია, რომ ამ დროში ყველაფერს შევძლებთ. აქ სხვა რეალობა გვხვდება და ვეფლობით ჭაობში. მადლობელი ვარ ამ ქვეყნის, იმ შესაძლებლობების, რაც ამერიკამ მომცა. მაგრამ არ მინდა ძალიან ღრმად ფსკერში ჩასვლა. თუ ღმერთი ინებებს, მალე დავბრუნდები, ოღონდ, არ მკითხოთ, რამდენი წელია ეს მალე, ჯერ ვერ გამოვითვალე. მათემატიკა ჩემი ძლიერი მხარე არაა( იცინის). ერთი ზუსტად ვიცი, ჩემი საქართველო მანდ არის, მე დავბრუნდები!   

ff

1758567100

„დეპრესია მქონდა და ზევიდან დამატებული იმედგაცრუებები ადამიანებში... მთელი ცხოვრება ვინც აკიდებული მყავდა, იმ ადამიანებმა მიღალატეს...“ - ზალიკო ბერგერის გულახდილი ინტერვიუ

დიზაინერი ზალიკო ბერგერი ქართულ ბომონდში ცნობილია, როგორც ყველაზე ხალისიანი და პოზიტიური ადამიანი. უყვარს გართობა და მოგზაურობა.ის „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს პირად საკითხებზე: - მუდამ მხიარული ზალიკო ბერგერის უკან თუ იმალება მოწყენილი ან თუნდაც დეპრესიული ზალიკო?დეპრესია მქონდა პანდემიის დროს, ღმერთო, რა საშინელება იყო და ზევიდან დამატებული იმედგაცრუებები ადამიანებში. მთელი ცხოვრება, ვინც აკიდებული მყავდა, იმ ადამიანებმა მიღალატეს და მაგაზე უარესი კიდე... ადამიანი შენს გვერდით არის, შენი სახელით სარგებლობს, ფულსაც აკეთებს, არალეგალურ საქმიანობასაც ჩადის შენი სახელით, როცა გავიგე, არ მჯეროდა, რადგან 24 საათი ჩემთან იყვნენ. ახლა კი მომტირიან, მეც მივტიროდი გულში...- პირადზე მოგვიყევით...პირადში, არაფერი ხდება, მინდვრის თაგვივით მარტო ვარ. ახლა ცოლის კონტროლი მინდა? მერე ბავშვის? (იცინის) ბავშვი ძალიან ძვირი ჯდება, რამხელა პასუხისმგებლობაა იმის მოვლა და აღზრდა. ბინის ფასი ჯდება შვილი წელიწადში, ვისაც გყავთ, გეცოდინებათ. მე ჩემს თავს უნდა მოვაკლო, ბავშვს უნდა გადავყვე. რა უნდა გამიკეთოს, ბოლოს და ბოლოს, ბავშვმა, წყლის მოწოდებაო, თუ რაღაცა... მე რასაც ვუყურებ, მშობლები საზღვარგარეთ მიდიან და აქეთ "აწოდებენ წყალს". კარგი გაგებით ვამბობ, უბრალოდ,  გავაჩინე და სუროგატს „მოვათრევინე“, მასე არაა. პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდო შვილს და შენი ცხოვრება დაუთმო. ზალიკო ასევე, „პრაიმტაიმთან“ ამერიკაში გატარებულ დროზე საუბრობს. „თვითონ ტიპური ამერიკელები არ მომწონს, მათი მიზანია, მხოლოდ ფულის შეგროვება და მუშაობა, ლარს არ ხარჯავენ საკუთარი სიამოვნებისთვის. შვილს უდებენ თავში, რომ დოლარი არ დახარჯოს. ვთქვათ, მილიარდი გაქვს, მაინც უნდა შეაგროვო. ქართველებიც, ვინ იქ მუშაობენ, მხოლოდ მუშაობაზე და შეგროვებაზე არიან გადართულები. მე ლუარსაბთან და დარეჯანთან ვცხოვრობდი ნიუ-იორკში, ერთადერთი ოჯახია, რომელსაც მილიონი აქვს და ხარჯავს. მე იქ არაფერი მიჭირდა, მაგრამ საქართველო მიყვარს ძალიან, რამდენი წელი შევწირე ჩემს ქვეყანას, ყველაფერი მიყვარს აქ. სარწმუნოებიდან დაწყებული, ხალხით დამთავრებული. ჩვენ ძალიან განსაკუთრებული ხალხი ვართ, ნიჭიერები, თბილები.  მეუბნებოდა ჩემი ახლობელი დავტოვოთ ზალიკო ამერიკაში და იქნება „სვეცკი“ ბაბუა ვუშოვოთო, ანუ მომვლელად რომ დავრჩენილიყავი. ჯერ ერთი, მაგის იქით რატო არ უნდა მიგდიოდეს ტვინი, რომ მანჰეტენზე ვიღაც მოხუცს არ მოუარო“,- ამბობს ზალიკო.

ქადაგიშვილი

1758085837

ირაკლი ქადაგიშვილი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებაზე: ინიციატივის მიზანია, საქართველოში კორუფცია მინიმალური დონეზე დავიდეს

 ახალ საკანონმდებლო ინიციატივას მმართველი გუნდი ბიუროზე უახლოეს პერიოდში წარადგენს. საუბარია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებაზე.ცვლილებების თანახმად, კონკრეტულ სამოხელეო დანაშაულში მხილებული ადამიანების ქონებრივი მდგომარეობის მონიტორინგი 30 წლის განმავლობაში გაგრძელდება, რაც, მმართველი გუნდის შეფასებით, მითვისებული ქონების ლეგალიზებას სასჯელის მოხდის შემდეგაც გამორიცხავს. ინიციატივის შესახებ პირველი განცხადება გუშინ პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ინიციატივის მიზანია, საქართველოში კორუფცია მინიმალური დონეზე დავიდეს."სულ ბოლო კვლევით, რომელიც, სხვათა შორის, ევროკომისიის მიერ იყო დაკვეთილი, ჩვენ ევროპის საუკეთესო ოცეულში მოვხვდით, მაგრამ ეს ჩვენთვის არ არის საკმარისი. ჩვენ გაცილებით უფრო ამბიციური მიზანი გაგვაჩნია ქვეყნის სწრაფი განვითარების მიმართულებით. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, კორუფცია შეიძლება იყოს ერთ-ერთი შემაფერხებელი. ამიტომ, ეს ბოლო ინიციატივაც, სწორედ ემსახურება იმ მიზანს, რომ საქართველოში კორუფცია მინიმალური დონეზე დავიდეს," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ბჯ

1755754217

ირაკლი ჭეიშვილი: მაკკეინის ინსტიტუტის გრანტი უნდა მოხმარდეს სხვადასხვა ქვეყანაში ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების პროპაგანდას. საქართველოში ასეთად შერჩეული ჰყავთ მზია ამაღლობელი

 ეს თანხა [მაკკეინის ინსტიტუტის გრანტი] უნდა მოხმარდეს სხვადასხვა ქვეყანაში ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების პროპაგანდას. საქართველოში ასეთად შერჩეული ჰყავთ მზია ამაღლობელი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა.„ნებისმიერ პატიმარს, ვისაც ბრალი წარედგინა, ეს იყო გამყარებული ვიდეოკადრებით და მათი დანაშაული იყო ასახული. ეს თანხა [მაკკეინის ინსტიტუტის გრანტი] უნდა მოხმარდეს სხვადასხვა ქვეყანაში ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების პროპაგანდას. საქართველოში ასეთად შერჩეული ჰყავთ მზია ამაღლობელი და ეს თანხები უნდა მოხმარდეს მზია ამაღლობელის და სხვა ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების პროპაგანდას, აქციებს“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.მაკკეინის ინსტიტუტის მორიგი სკანდალი - ინსტიტუტმა ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციისგან, ნახევარმილიონიანი გრანტი მიიღო, რომელიც პოლიტპატიმრების ინტერესებისთვის ბრძოლას უნდა მოხმარდეს.

გლოვა

1755268254

„მოზარდ მაყურებელთა თეატრი“ სამძიმრის წერილს ავრცელებს

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი სამძიმრის წერილს ავრცელებს: „ხანმოკლე, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩვენი თეატრის მსახიობი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი მერაბ ბრეკაშვილი. მერაბ ბრეკაშვილმა თეატრალური ინსტიტუტის დასრულების შემდეგ მშობლიურ ქალაქს მიაშურა და სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრის მსახიობი გახდა.27 წელი იმსახურა მან ამ თეატრში, შექმნა არაერთი საინტერესო და დასამახსოვრებელი სახე, რომელთა შორისაც გამორჩეულია აფხაზის როლი გურამ ოდიშარიას პიესაში "ზღვა, რომელიც შორია", თემურ ჩხეიძის დადგმით. 12 სეზონია ბატონმა მერაბმა მოზარდ მაყურებელთა თეატრს დაუკავშირა შემოქმედებითი ცხოვრება, შექმნა მნიშვნელოვანი როლები სპექტაკლებში "ამიკო", "იავნანამ რა ჰქმნა", "ირინეს ბედნიერება", "ჯუჯა ცხვირი", "ქარიშხალი", "მეფე ლირი თავშესაფარში", "ჭორიკანა ქალები " და მრავალი სხვა. წელს მოზარდ მაყურებელთა თეატრმა გამოსცა  მერაბ ბრეკაშვილის 40 წლიანი შემოქმედებითი ცხოვრების ამსახველი ალბომი.კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ მსახიობის ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და მაყურებელს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მაკრონი

1752209494

„მსურველთა კოალიციის“ წევრები მოუწოდებენ რუსეთს, უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები შეწყვიტოს და აიღოს ცეცხლის სრულად და უპირობოდ შეწყვეტის ვალდებულება

 „მსურველთა კოალიციის“ წევრები მოუწოდებენრუსეთს, უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები შეწყვიტოს და აიღოს ცეცხლის სრულად და უპირობოდ შეწყვეტის ვალდებულება. ისინი ადასტურებენ, რომ 2025 წელს უკრაინას 40 მილიარდი ევროს ოდენობით სამხედრო დახმარებას გამოუყოფენ.ლიდერები ასევე დადებითად აფასებენ დონალდ ტრამპის ძალისხმევას, რომელიც, მათი თქმით, მიმართულია ომის შეჩერებისკენ. ისინი ასევე თანხმდებიან, გაააქტიურონ რუსეთის სამხედრო ეკონომიკის წინააღმდეგ ქმედებები და შეიმუშაონ დამატებითი შემზღუდავი ზომები რუსეთის ენერგეტიკული და ფინანსური სექტორების წინააღმდეგ.

მძღოლი

1751347227

,,ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დაეკისრება” - ცვლილება, რომელიც მალე ძალაში შევა

ე.წ. დრიფტისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დაეკისრება.შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს  სხდომაზე მოხდა.კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სატრანსპორტო საშუალების განზრახ მოცურება/მოსრიალება ან მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება (დრიფტი), გარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ პროფესიულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის შემთხვევის, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

გლოვა

1750450839

„რა ეშველება შენს შვილს უშენოდ…“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

საბერძნეთში, ათენში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „თბილო, კეთილო, უბოროტო, როგორ გვატკინე გული, როგორ დაასრულე ეს ცხოვრება უცხო მიწაზე, რამდენი ტკივილი, მონატრება, ჯავრი წაიყოლე… რა ეშველება შენს შვილს უშენოდ, ისიც ხომ ათენში გყავდა, ორივე ემიგრანტი იყავით… რატომ მოტეხე ფრთები ხათოს, ასე ნაადრევად…ღმერთო, მიეცი ძალა მის ოჯახს ამ ტკივილის ასატანად, სასუფეველში იყავი, რომ არა უფალი, ამდენ მწუხარებას ჩვენ ვერ გავუძლებდით“, – წერს სიხარულიძე.

დეპუტატი

1749615233

,,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, პირველ რიგში, პოლიტიკური კავშირების გასამყარებლად ორ ქვეყანას შორის" - მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთში ვიზიტზე

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, პირველ რიგში, პოლიტიკური კავშირების გასამყარებლად ორ ქვეყანას შორის და, რა თქმა უნდა, საუკეთესო შესაძლებლობა, რომ ყველა სექტორში, ყველა მიმართულებით გვქონდეს დიალოგი ჩვენს პარტნიორთან", - ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, უნგრეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორდღიანი ოფიციალურის ვიზიტის შესახებ საუბრისას გააკეთა.მისი თქმით, უნგრეთი უმასპინძლებს საქართველოს მთავრობის ყველა წევრს."ეს არის მორიგი სამიტი. პირველი შეხვედრა გაიმართა თბილისში. დღეს უკვე უნგრეთი უმასპინძლებს საქართველოს მთავრობის ყველა წევრს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, პირველ რიგში, პოლიტიკური კავშირების გასამყარებლად ორ ქვეყანას შორის და, რა თქმა უნდა, საუკეთესო შესაძლებლობა, რომ ყველა სექტორში, ყველა მიმართულებით გვქონდეს დიალოგი ჩვენს პარტნიორთან და ამ დიალოგის ფარგლებში, გავაძლიეროთ თანამშრომლობა და გავაკეთოთ ბევრი საინტერესო ორივე ქვეყნისთვის, საინტერესო პროექტი, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას", - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

გიორგი ჩაბრაძე

1746558660

Exclusive: „იქ, ქალებისთვის ცხოვრება ძალიან რთულია...მე წამოვედი, „ჩაბრა“, ამჟამადაც, იქ არის...“ - გრიგოლ ჩაბრაძის მეუღლე, ირანში ცხოვრებასა და მათი სიყვარულის ისტორიაზე

საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის „დინამოს“ მცველი გრიგოლ ჩაბრაძე კარიერას ირანში, „ზობ აჰანიი“ უკვე მეორე წელია აგრძელებს. ის ირანულ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა.ჩაბრაძე „საბურთალოს“ აღზრდილია და თბილისურ გუნდში 2013–2019 წლებში თამაშობდა. 2020 წელს იჯარით „თელავში“ გადავიდა, 2021 წლის იანვრში კი – ბათუმის „დინამოში“. იყო საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრი.ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში, პირველად 2021 წლის 25 მარტს, შვედეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში ითამაშა. მას შემდეგ „ჯვაროსნების“ რიგებში ცხრა მატჩი ჩაატარა.გრიგოლ ჩაბრაძეს ჰყავს მეუღლე, ნუცა ბატკუაშვილი, რომელიც მათ სიყვარულსა და ირანში ცხოვრებაზე „პრაიმტაიმს“ ესაუბრა.- ნუცა, თქვენზე მოგვიყევით, რას საქმიანობთ?- მაქვს ჩემი პირადი პატარა ბიზნესები, ახლო მომავალში ვაპირებ გაფართოებას და „ბიუთი“ სივრცის შექმნას. - როგორ გაიცანით ერთმანეთი?- ერთმანეთს სკოლიდან ვიცნობდით, ჩემი მეგობრის მეგობარი იყო. ერთხელ შემომთავაზა მეგობარმა, რომ გავყოლოდი ნაკრების 21-წლამდელთა თამაშზე, სწორედ იქ გადავეკვეთეთ ისევ ერთმანეთს და იქიდან დაიწყო ყველაფერი. უკვე 5 წელია, რაც ქორწინებაში ვართ, 5 წელი შეყვარებულები ვიყავით. - გრიგოლის თვისებებზეც მოგვიყევით.- ვიტყვი, რომ ძალიან გამიმართლა მასში, "ჩაბრას" იცნობენ ჯერ როგორც ადამიანს და შემდეგ სპორტსმენს. უზომოდ კეთილი და ჰუმანური ადამიანია. ყველას ეხმარება როგორც შეუძლია. - ძნელია ფეხბურთელის ცოლობა?- ძალიან რთულია ფეხბურთელის ცოლობა, რადგან მუდმივად მასზე ხარ დამოკიდებული  და არ იცი სად მოგიწევს ცხოვრება, მაგრამ ნელ-ნელა ამ ყველაფერს ეგუები. - ნუცა, როგორც ვიცი ირანში ცხოვრობდი , მოგვიყევი იქაურ ცხოვრებაზე - ძალიან ისტორიული და ძველი ქალაქია, სადაც ვცხოვრობდით. "ჩაბრა" ამჟამადაც იქ არის. ქალებისთვის იქ ცხოვრება ძალიან რთულია. ქალები შებოჭილები არიან. ჩემთვის ამ ყველაფრის გადატანა და გააზრება რთული იყო. 1 წელი ვიცხოვრე იქ და ბოლოს მივიღე გადაწყვეტილება ჩამოვსულიყავი დედაქალაქში. იქ კონტაქტიც უჭირთ, რადგან არ იციან ინგლისური, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ სტუმარმასპინძლობა უყვართ.