მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება - ამინდი უარესდება

წვიმა და ელჭექი

დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მათივე ცნობით, საფრთხის დონე საშუალოა.