ადამიანები, რომელთა ნათლიებად არჩევა არ შეიძლება - ეს ბევრმა არ იცის
1757536456
საქართველოში, ბოლო დღეებია რაც არამდგრადი ამინდებია, იმატა წვიმამ, სეტყვამ და ღრუბლიანმა ამინდმა.
„პრაიმტაიმი“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროს დოდო გვაზავას ესაუბრა. მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში ჯერ გამოდარებას არ ველოდებით და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდები შეგვაწუხებს.
„კვირის ბოლომდე არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება, 12 სექტემბერს, შესაძლოა ოდნავ შესუსტდეს წვიმა და დღის განმავლობაში გამოიდაროს კიდეც, ღამე კვლავ იწვიმებს.
განსაკუთრებით, ქვემო ქართლსა და კახეთში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და სეტყვა.
14 სექტემბერს, უკეთესი სიტუაციაა, რადგან შეწყდება ნალექები და დასავლეთ საქართველოში, ტემპერატურა მოიმატებს, რასაც ვერ ვიტყვით აღმოსავლეთ საქართველოზე. დედაქალაქში, 20 გრადუსი დაფიქსირდება.
15-დან საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს, ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია აღინიშნოს ხანმოკლე ხასიათის წვიმა, თუმცა ეს კვირა უმეტესად იქნება წვიმიანი და არამდგრადი. ორშაბათიდან კი შედარებით სიტუაცია გაუმჯობესდება“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ დოდო გვაზავა.