მოსახლეობას მოსალოდნელი სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის შესახებ აფრთხილებენ

ტემპერატურა

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მაღალი ტემპერატურის შესახებ აფრთხილებს.

„27-31 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ და მთიან რაიონებში, ხოლო 29-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და მთაში ზოგან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება 38-41 გრადუსამდე. მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო).“ - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.