ვრცელდება პატრიარქ შიო მესამის მიმართვა
1778842213
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაცია განხორციელდება ონლაინ რეჟიმში, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის რეგისტრაციის ბოლო, მესამე ეტაპია.
"ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია არის სიახლე - კერძოდ, პირველკლასელთა რეგისტრაციას ჩვენ დავამატეთ ეს ეტაპი, ვიდრე საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება, რაც გულისხმობს შემდეგს, რომ ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის დროს, მოსწავლეს მივცეთ საშუალება, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ჩაწერის მიხედვით აარჩიოს პრიორიტეტულად სკოლები. პროცესში, ჯერჯერობით, მონაწილეობს თორმეტი საპილოტე ქალაქი, ამ ეტაპზე, და ამ ქალაქებიდან ოთხი ქალაქი არის წარმოდგენილი სასკოლო უბნების მიხედვით," - განმარტავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, თამარ მახარაშვილი.
უკვე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა მშობლებს სკოლებში 27 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ.