წყალი 15 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1774983408
„მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო“ სიცრუეს უწოდებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, მიუსაფარი ძაღლების კრემატორიუმში დაწვის შესახებ.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ ოპერაციებისა და ვეტერინარული მანიპულაციების ნარჩენი მასალის ან უკვე გარდაცვლილი ცხოველების დასაწვავად. სააგენტოში აცხადებენ, რომ ხელთ აქვთ ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც შეუძლიათ, მიმართვის შემთხვევაში წარუდგინონ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. „გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის ტყუილების მიზანმიმართული გავრცელებისგან“, - აცხადებენ სააგენტოში.
@primetime.ge 📷 ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში ზუგდიდიდან წამოყვანილი ძაღლები გარემოში დასაბრუნებლად უკვე მზად არიან 📷 - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
♬ original sound - Prime Time • პრაიმ ტაიმი